მსოფლიო / 26-03-2026

"პრეზიდენტი ტრამპი არ თამაშობს და მზად არის, ჯოჯოხეთი დაატრიალოს" - ლევიტი

„ირანი თუ ვერ მიიღებს არსებულ რეალობას, თუ ვერ გაიგებს, რომ სამხედრო თვალსაზრისით დამარცხებულია და ეს მდგომარეობა გაგრძელდება, პრეზიდენტი ტრამპი უზრუნველყოფს, რომ ირანზე უფრო ძლიერი დარტყმა განხორციელდეს, ვიდრე ოდესმე.

პრეზიდენტი ტრამპი არ თამაშობს და მზად არის, ჯოჯოხეთი დაატრიალოს“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა ქეროლაინ ლევიტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე და დასძინა, რომ ვაშინგტონსა და თეირანს შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.