"ასეთი უკანდახევა საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებას"
"აშშ-მა უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმებისთვის საჭირო უსაფრთხოების გარანტიების შეთავაზება იმ პირობაზე დააფუძნა, რომ კიევი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონს - დონბასს მთლიანად დაუთმობს რუსეთს…
…ახლო აღმოსავლეთი ნამდვილად ახდენს გავლენას პრეზიდენტ ტრამპზე და, ვფიქრობ, მის შემდგომ ნაბიჯებზეც. ჩემი აზრით, პრეზიდენტი ტრამპი, სამწუხაროდ, კვლავ ირჩევს უკრაინულ მხარეზე მეტი ზეწოლის სტრატეგიას... ამერიკელები მზად არიან მაღალ დონეზე დაასრულონ ამ [სამშვიდობო] გარანტიების გაფორმება, როგორც კი უკრაინა მზად იქნება დონბასიდან გასასვლელად.
ასეთი უკანდახევა საფრთხეს შეუქმნის როგორც უკრაინის, ისე, ზოგადად, ევროპის უსაფრთხოებას, რადგან ეს რუსეთს რეგიონის ძლიერ თავდაცვით პოზიციებს გადასცემს" - Reuters უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის კომენტარს ავრცელებს.