პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს გამოვა ხალხი არჩევნებში
"4-ში ნამდვილად დასრულდება ის ძალადობრივი ატმოსფერო, რომელსაც ქმნის რადიკალური ოპოზიცია და უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები.
4 ოქტომბერს დასრულდება სიძულვილი, ძალადობა, საქართველოს არეულობაში შეყვანის მცდელობა და ჩვენ სრულად, ხელისუფლების ყველა შტო, კონცენტრირებული ვიქნებით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაზე.
4 ოქტომბერს გამოვა ხალხი არჩევნებში. დაითვალონ რამდენი ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე გამოვა არჩევნებზე, იტყვის თავის სიტყვას. ითვალონ გინდა ქართულად, გინდა ინგლისურად, გინდათ გერმანულად. დათვალონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გამოვლენ დემოკრატიულად, გამოავლენ, თავიანთ ნებას გამოხატავენ და გასცემენ ყველას პასუხს, შიგნითაც და გარეთაც.
გასცემენ იმ ერთ წლიანი სამარცხვინო ქცევის გამო, რომელსაც საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სჩადიოდა და უცხოელები, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი ქვეყნის დაზიანებას", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.