"ოქტომბრის განმავლობაში მოკლულია 11 292 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 45 147 სამიზნე"
"ოქტომბრის განმავლობაში მოკლულია 11 292 რუსი სამხედრო, განადგურებული ან დაზიანებულია მტრის 45 147 სამიზნე" - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერტ მადიარ ბროვდი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს.
"SBS დაჯგუფების შედეგების 21 ოქტომბრის ყოველდღიური ანგარიში - გასული დღის განმავლობაში SBS დაჯგუფების პილოტებმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციიდან“ 680 ჭია გაანადგურეს. 24 საათის განმავლობაში განადგურდა/დაზიანდა მოწინააღმდეგის 2 353 უნიკალური სამიზნე.
ოქტომბრის განმავლობაში - 11 292 ჭია, 45 147 მტრის სამიზნე განადგურებულია/დაზიანებული" - წერს ბროვდი.