ოდესის სანაპიროსთან რუსების მიერ თურქულ გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა
ოდესის სანაპიროსთან რუსების მიერ თურქულ გემზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის არმიამ Х-59/Х-69 ტიპის სამი ფრთოსანი რაკეტით დაარტყა სამოქალაქო მშრალტვირთმზიდავ გემს GOLDEN LEO (გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მყოფი, მფლობელი – თურქეთი), რომელიც თავდასხმის მომენტში საომარი მოქმედებების ზონიდან მარცვლეულის ტვირთით გამოდიოდა.
მათივე ცნობით, დარტყმის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი, კიდევ ხუთი კი დაკარგულად ითვლება. უწყება წერს, რომ ეკიპაჟის რვა წევრი ოდესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.