NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს
NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა ლიეტუვის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ავრცელებს.
"დრონი, რომელმაც ახლახანს გადაკვეთა ლიეტუვის საჰაერო სივრცე. NATO-ს საბრძოლო თვითმფრინავებმა გაანადგურეს. მადლობა პარტნიორებს მათი სწრაფი რეაგირებისთვის. NATO-ს მოკავშირეებთან ერთად, ლიეტუვა დაიცავს მის საჰაერო სივრცეს" - წერს პრეზიდენტი.
როგორც მოგვიანებით ლიეტუვის კრიზისების მენეჯმენტის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, დრონმა ლიეტუვის საჰაერო სივრცე ბელარუსის ტერიტორიიდან გადაკვეთა.