პოლიტიკა / 19-05-2026

"...მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ხვალისთვის დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან"

"კატარის ემირმა, თამიმ ბინ ჰამად ალ თანიმ, საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, თავი შევიკავოთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ხვალისთვის დაგეგმილი სამხედრო თავდასხმისგან, ვინაიდან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს. მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების აზრით, მიღწეული იქნება შეთანხმება, რომელიც სრულიად მისაღები იქნება, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ისე ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის. ეს შეთანხმება, რაც უმნიშვნელოვანესია, მოიცავს პუნქტს: არანაირი ბირთვული იარაღი ირანს!

ზემოხსენებული ლიდერებისადმი პატივისცემის ნიშნად, მე მივეცი მითითება სამხედრო მდივანს, პიტ ჰეგსეტს, გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ დანიელ კეინს და შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებს, რომ ხვალ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას არ განვახორციელებთ. თუმცა, ამავდროულად დავავალე მათ, მზად იყვნენ ირანზე სრულმასშტაბიანი, ფართო იერიშის დასაწყებად ნებისმიერ წამს, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული" - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში Truth Social-ზე.