მოსკოვში, ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელს, ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს, დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მანამდე კი, რუსეთმა, ეკატერინე კოტრიკაძე, რომელიც პუტინის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებით გამოირჩევა, „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადა.
რუსეთის ხელისუფლება მას არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.