„პუტინი გაურკვევლობაში უნდა ჩააგდო“ - მაკრონი
გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „პუტინი გაურკვევლობაში უნდა ჩააგდო“.
"რუსეთი უკრაინაში გაფრთხილების გარეშე შეიჭრა, უკრაინამ კი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ უკვე 2022 წლის გაზაფხულზე ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ ჯარებს არ განალაგებდნენ.
არაერთხელ ვუთხარით მოსკოვს, რას არ გავაკეთებთ. ეს სისუსტის ნიშანია... პუტინი გაურკვევლობაში უნდა ჩააგდონ და შეამცირონ დამოკიდებულება, მათ შორის ამერიკელებზეც" - საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი გერმანულ Frankfurter Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.