მსოფლიო / 09-10-2026

მოსკოვის ოლქის ქალაქ პუშკინოში ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, იწვის სატვირთო ავტომობილების საწყობი

მოსკოვის ოლქის ქალაქ პუშკინოში ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, იწვის სატვირთო ავტომობილების საწყობი.

ინფორმაციას რუსული და უკრაინული Telegram-არხები ავრცელებენ და წერენ, რომ მანამდე რეგიონში დრონების თავდასხმის საფრთხეც იყო გამოცხადებული.

კრემლის პროპაგანდისტული Telegram-არხი იუწყება, რომ აღნიშნული ხანძრის ქრობის პროცესში ნარჩენების ავზში „უცნობი ნივთიერება“ აფეთქდა