"მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება"
"მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რათა სანქციებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მოითხოვონ საქართველოს ხელისუფლებისგან მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების გათვალისწინება" - ერთობლივი განცხადება აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, სენატორმა როჯერ უიკერმა, თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა, კომისიის მაღალი რანგის წევრმა, სენატორმა შელდონ უაითჰაუსმა, მაღალი რანგის წევრმა, კონგრესმენმა სტივ კოენმა და კომისარმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა გაავრცელეს.