"მოგების რა შანსები გაქვს?" - დიალოგი ტრამპსა და ილია თოფურიას შორის...
"მინდა, მადლობა გადაგიხადოთ, რომ მოგვეცით შესაძლებლობა, ჩავატაროთ ყველაზე დიდი ღონისძიება სპორტის ისტორიაში. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ღმერთს, რომ ეს ლამაზი დღე გვაჩუქა და მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეცადა, როგორი გრძნობაა ოვალურ ოფისში ყოფნა. ეს დიდებული იქნება. მადლობას გიხდით " - თეთრ სახლში მყოფი ილია თოფურია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ტრამპი: შენს ოპონენტს ძალიან კარგად იცნობ, ხო?
ილია თოფურია: ძალიან კარგად ვიცნობ. ის ძლიერი მოწინააღმდეგეა
ტრამპი: თავს კარგად გრძნობ?
ილია თოფურია: ძალიან კარგად.
ტრამპი: მოგების რა შანსები გაქვს?
ილია თოფურია: 100%-იანი რწმენა მაქვს და ამიტომაც ვარ აქ. ვიმედოვნებ, რომ მასაც იგივე რწმენა აქვს - ასე ჩხუბი შესანიშნავი იქნება.