სოც. მედია / 10-08-2026

"მგონია, რომ მე არც აფხაზებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი და არც ოსებთან"

"მთლიანობაში მგონია, რომ მე საქართველოს ნგრევაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ მგონია, რომ მე არც აფხაზებთან მაქვს ბოდიში მოსახდელი და არც ოსებთან. არავისთვის ცუდი მე არ მდომებია და არავინ არ მილანძღია. ადამიანურად შეიძლება რაღაცაზე გაბრაზებული ვიყავი, როგორც ადამიანი, მაგრამ დამეტოვებინა ეს და ვიღაცის მტერი გავმხდარიყავი - ეს არ მქონია, არავის მტერი არ ვარ.

ქრისტიანობა რა არის, რომ სავლე გახდა პავლე - ადამიანი, რომელიც დევნიდა ქრისტიანობას, გახდა მისი მქადაგებელი - ეს აქვს ქრისტიანობას, ამისთვის არის მოწოდებული ყოველი ადამინი," - განაცხადა ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტმა ისაიამ, იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება".