„მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა"
„მე მჯერა არჩევნების. მე ამ ქვეყნისთვის მინდა, რომ არჩევნებით მოხდეს „ქართული ოცნების“ წასვლა და ახალი ხელისუფლების მოსვლა იმიტომ, რომ ეს არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლის განვითარებას.
პირიქით, ძალიან სწრაფად დაგვაბრუნებს ჩვენს რელსებზე. სხვაგვარად ჩვენ გზას გავუხსნით არეულობას, დესტაბილიზაციას და არ ვიცით როგორ.. ამიტომ, მე ამაზე პასუხისმგებლობას ვერ და არ ავიღებ" - სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.