საზოგადოება / 16-04-2026

"არ მინდა რაიმე ცარიელი დაპირებები მოგცეთ. თავად უნგრელების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ"

„რა თქმა უნდა, ქართველებისთვის ეს იმედის წუთიცაა, თუმცა, შესაძლოა, არა მხოლოდ წუთი, რადგან საქართველოში არსებულ რეჟიმს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ორბანთან. სწორედ ორბანი და მისი მთავრობა იყვნენ ისინი, ვინც ვეტო დაადო ბიძინა ივანიშვილისა და სხვა პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შემოთავაზებულ სანქციებს იმის გამო, რაც მათ მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაიდინეს, რის გამოც დააპატიმრეს პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ბევრ ადამიანს კი ქუჩაში სცემეს.

ახლა კიდევ ერთი გამოძიება გვაქვს იმის შესახებ, რომ გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები და ა.შ. ასე რომ, ვნახოთ. არ მინდა რაიმე ცარიელი დაპირებები მოგცეთ. თავად უნგრელების გადასაწყვეტია, როგორი იქნება მათი პოლიტიკა საქართველოს მიმართ. რა თქმა უნდა, ეს სწორად უნდა გავიგოთ - ახლა არჩევნების შემდგომი პირველი დღეებია და საქართველო არ არის მთავარი თემა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა ახალი ხელმძღვანელობა სულ სხვა ადამიანებისგან დაკომპლექტდება.

იმედი მაქვს, ისინი აღადგენენ ურთიერთობას უკრაინასთან. დარწმუნებული ვარ, ეს პროდემოკრატიული ძალები მხარს დაუჭერენ დემოკრატიას სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც" - ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენემ ევროსკოპთან საუბრისას.