"ლუკაშენკომ, სიტყვების გარდა, დეესკალაციაც უნდა აჩვენოს. და აჩვენოს არა მხოლოდ სიტყვებით - „ბოდიშს ვიხდი“. თავისი „ბოდიშს ვიხდი“ მან თავისთვის დაიტოვოს"
"ლუკაშენკომ, სიტყვების გარდა, დეესკალაციაც უნდა აჩვენოს. და აჩვენოს არა მხოლოდ სიტყვებით - „ბოდიშს ვიხდი“. თავისი „ბოდიშს ვიხდი“ მან თავისთვის დაიტოვოს, ეს ომის დაწყების პირველივე დღის შემდეგ აღარ მუშაობს. დეესკალაციის ნაბიჯი ნომერი პირველი - არანაირი ტექნიკური მხარდაჭერა. გამორთეთ რეტრანსლატორები, გვაჩვენეთ რომ მოხსნილია და ჩვენ ამ საკითხს დავხურავთ. ვინაიდან ეს მათ არაერთხელ გადაეცათ, ჩვენ საჯარო სიგნალის სტადიაზე გადავედით. თუ ის არ მოხსნის, ჩვენ მოვხსნით, სულ ესაა. რა მოხდება ერთ კვირაში - ან ისინი, ან ჩვენ...
ასევე ჩვენ მათ ვეუბნებით - გთხოვთ, შეწყვიტეთ რუსეთის არმიისთვის საწვავის მიწოდება. მაგრამ ეს მხოლოდ სიგნალია, აქ არანაირი მუქარა არ არის. ჩვენ უბრალოდ ვამბობთ, რომ ჩვენ ამას ვხედავთ“ - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.