ტექნოლოგიები / 22-06-2026

"ჩვენმა თავდაცვის ძალებმა, დაიწყო ომის რუსეთში დაბრუნება. ეს მოხდება. ისინი ყოველდღე გვესვრიან, ჩვენც ყოველდღე ვუპასუხებთ"

„ჩვენ ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენმა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა, ჩვენმა თავდაცვის ძალებმა, ჩვენმა წარმოებამ დაიწყო სწორედ ეს პროცესი - ომის რუსეთში დაბრუნება. ეს მოხდება. ისინი ყოველდღე გვესვრიან, ჩვენც ყოველდღე ვუპასუხებთ. უდავოდ, ეს პროცესი ყოველდღიურად გაიზრდება.

ჩვენ მათ ვუპასუხეთ ტიუმენის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დარტყმით. თუ პირდაპირ მანძილს ავიღებთ, 2070 კილომეტრია. ჩვენმა FP დრონებმა მათ სამიზნეს დაარტყეს. მათი მარშრუტი 2,5 ათასი კილომეტრი იყო. იქნება 3000+ კმ-იანი [დრონებიც], ეს არის ახალი, კარგი დრონები. ჩვენ კიდევ უფრო შორს წავალთ, რადგან გვესმის, სად არის მათი ყველა სამხედრო ქარხანა, ნავთობბაზა, გაზსაცავი და ა.შ.

ჩვენ გვჭირდება ინსტრუმენტები უფრო დიდ მანძილზე სამოქმედოდ და ჩვენ ამას ვაკეთებთ. საბოლოო ჯამში, წელს ჩვენ მათთვის მტკივნეულად მიწვდენა დავიწყეთ. ეს არის სამართლიანობის ელემენტი, რომელიც ჯერჯერობით მსოფლიოში რუსეთის მიმართ არ არსებობს“. - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.