"კუბის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს"
"კუბის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება სისხლისღვრას გამოიწვევს, რასაც რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება…
…კუბა საფრთხეს არ წარმოადგენს“ - განაცხადა კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა მას შემდეგ, რაც Axios-მა აშშ-ის სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კუბამ 300-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი შეიძინა, რადგან ჰავანა განიხილავს დრონებით იერიშს გუანტანამოს ყურეში მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე, ამერიკულ სამხედრო გემებსა და ფლორიდის შტატში მდებარე ქალაქ ქი ვესტზე.