საზოგადოება / 27-03-2026

"ქართული ოცნება სასამართლოს იარაღად იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას უპირისპირდება"

"ქართული ოცნება სასამართლოს იარაღად იყენებს ყველა იმ ადამიანის გასაჩუმებლად, ვინც მათ ხელში არსებულ ძალაუფლებას უპირისპირდება. ოპოზიციური პარტიის „დროა“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, წელიწადნახევრით პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს „ქონების დაზიანებაში“.

საქმე ეხება გასული წლის სექტემბერში თბილისის მერის, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე გაკეთებულ წარწერას - „რუსული ოცნება“. ხოშტარიასა და ოპოზიციის სხვა ლიდერებს ახლა კიდევ უფრო მკაცრი სასჯელი - 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ სავარაუდო „სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“ - ჰელსინკის კომისია.