"გაკვირვებული ვარ ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ"
„პირველ საათში ბევრი პოზიტივი, დინამიკა და მონდომება იყო ფეხბურთელების მხრიდან. გოლებიც ამის შედეგი გახლდათ. ბოლო წუთებში კი დაღლილობა შეინიშნებოდა. ეს ამხანაგური თამაშია და დებიუტანტებიც გვყავდა. როცა წინ ვიყავით, მოთამაშეებს მეტი ინიციატივა უნდა გამოეჩინათ. გაკვირვებული ვარ ფეხბურთელები სწრაფად რატომ არ თამაშობდნენ.
ცხადია, თავდაჯერებისთვის მოგება საჭირო იყო, მაგრამ ისრაელი სუსტი გუნდი არ არის. რადგან მამაგეიშვილი მარჯვენა ფლანგზე დავაყენე, განვიხილავ თუ არა მას ნაკრების ძირითადი შემადგენლობის პოტენციურ მოთამაშედ? მას ყველა თვისება აქვს, რომ მარჯვენა ფლანგზე ითამაშოს“ - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელ, ვილი სანიოლი.