მედიცინა / 26-01-2026

ინდოეთში ახალი სასიკვდილო ვირუსი დაფიქსირდა, რამდენიმე პირი დაინფიცირდა, 100 ადამიანი კი - თვითიზოლაციაშია

ბრიტანული მედიის ცნობით, ინდოეთში, კერძოდ კი, დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ შტატში, ახალი ვირუსის, ნიპას ვირუსის აფეთქება დაფიქსირდა. მედიის ინფორმაციით, ახალი ვირუსის შესაკავებლად ხელისუფლება შესაბამის ზომებს იღებს.  უკვე დადასტურებულია ვირუსის ხუთი შემთხვევა.

ამ დროისათვის, 100 ადამიან თვითიზოლაციაშ, ხოლო, ინფიცირებული საავადმყოფოებში მკურნალობენ. ერთი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

მონაცემების მიხედვით, ნიპას ვირუსი სასიკვდილო ვირუსია. მისი ვაქცინა ამ ეტაპზე, არ არსებობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მას მაღალი რისკის პათოგენად მიიჩნევს.

ქიმთა თქმით, ადამიანებში მისი ინფიცირება იშვიათია. როგორც წესი, ვირუსის გადაცემა ღამურებისგან ხდება.