მსოფლიო / 26-01-2026

„აბრაამ ლინკოლნი“, გამანადგურებლებთან ერთად, "ირანზე დარტყმის რადიუსში იმყოფება"

ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, გამანადგურებლებთან ერთად, ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა და "ირანზე დარტყმის რადიუსში იმყოფება".

მედიის ცნობით, ავიამზიდმა კვირას აშშ-ის ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონას მიაღწია, რითაც დასრულდა ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონიდან 10-დღიანი სწრაფი გადაადგილების პროცესი.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განლაგება მოიცავს თანამედროვე გამანადგურებელ თვითმფრინავებს, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილ გამანადგურებლებსა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების ქსელს.