უკრაინელებმა რუსეთში რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
უკრაინელებმა რუსეთში რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაცია და კადრები Telegram არხებზე ვრცელდება. მათი ცნობით ადგილზე ძლიერი ხანძარია.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და სტრატეგიულად კრიტიკული ენერგოობიექტია, რომელსაც სახელმწიფო კომპანია „როსნეფტი“ ფლობს. ქარხანა წელიწადში 17–18 მლნ ტონა ნავთობს გადაამუშავებს. ის მოსკოვის რეგიონისა და რუსული არმიის საწვავითა და ავიასაწვავით მომარაგების მთავარი ჰაბია.