"იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას"
"მსოფლიო განიცდის ღრმა სულიერ და კულტურულ კრიზისს, რომელიც ძალადობის, პოლარიზაციისა და ურთიერთუნდობლობის მრავალი ფორმით ვლინდება. იარაღს შეუძლია დროებითი სიჩუმის დამყარება, მაგრამ ვერასოდეს შექმნის ნამდვილ და ხანგრძლივ მშვიდობას" - ამბობს რომის პაპი ლეონ XIV ესპანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
პაპმა შეშფოთება გამოთქვა ევროპაში სამხედრო ხარჯების ზრდის გამო. მისი თქმით, თავდაცვაზე გაწეული დანახარჯების ზრდა, რომელმაც გასულ წელს ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია, საგანგაშო ტენდენციაა.