"ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოება ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული"
"ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოება ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული. ჩვენ გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას ჩვენი ხალხებისთვის ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ლოჯისტიკას, მათ შორის სავაჭრო და საზღვაო მარშრუტების განვითარებას - სფეროებს, რომლებსაც ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების დიდი პოტენციალი გააჩნია.
კვლავ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება სასურსათო უსაფრთხოება. უკრაინა მზადაა შეიტანოს თავისი წვლილი, მათ შორის ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „მარცვლეული უკრაინიდან“, რეგიონში სტაბილურობის მხარდასაჭერად. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის შემდეგ ორმხრივი ვაჭრობა უკვე ცხრაჯერ გაიზარდა და ჩვენ ვხედავთ აშკარა შესაძლებლობებს ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გასაფართოებლად.
ასევე განვიხილეთ ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო თანამშრომლობა. ბევრ სირიელ სტუდენტს უსწავლია და ახლაც სწავლობს უკრაინაში - ეს არის მყარი საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებთ ურთიერთობების განვითარებას" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სიბიჰა, სირიაში ვიზიტის შესახებ.