"ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან"
"ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთი საერთაშორისო მასშტაბით განზრახ ავრცელებს სრულიად ცრუ ინფორმაციას უკრაინისთვის ბირთვული იარაღის ვითომდა გადაცემის შესახებ.
ომის მეხუთე წლით დასუსტებულმა, რომელიც მხოლოდ „სამ დღეს“ უნდა გაგრძელებულიყო, რუსეთმა გადაწყვიტა ტყუილის გავრცელება ქაოსის დასათესად, მისი დიდი ხნის ტრადიციის შესაბამისად. ერთადერთი საფრთხე რუსეთია და ეს ქართველებმა კარგად იციან" - წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ოლივიე კურტო.