მსოფლიო / 21-10-2025 / 131 Views

ემანუელ მაკრონი ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებამდე ელისეის სასახლეში გაუმასპინძლდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის დაპატიმრებამდე ელისეის სასახლეში გაუმასპინძლდა. მოქმედმა პრეზიდენტმა მისი წინამორბედი სასახლეში გუშინ, დაპატიმრებამდე 2 დღით ადრე მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს 5-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ი2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კამპანიის მზადებისას, მან საკუთარ მოკავშირეებს უფლება მისცა, ლიბიაში მოამარ კადაფის რეჟიმისგან ფინანსური მხარდაჭერა მიეღოთ.

სარკოზი ბრალს არ აღიარებს. ის სასჯელის მოხდას 22 ოქტომბრიდან დაიწყებს.