მსოფლიო / 14-04-2026

"ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე"

"მეგობრებო, ძვირფასო თანამებრძოლებო! არჩევნები დასრულდა, შედეგები ცნობილია. როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატები ვართ და ხალხის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. თუმცა, გახსოვდეთ: ერთი ბრძოლის დასრულება ომის დასრულებას არ ნიშნავს. ახლა მუშაობა იწყება - ჩვენ იმედგაცრუების დრო არ გვაქვს. უნგრელი ხალხის წინაშე ჩვენი ვალდებულება არსად გამქრალა. პირიქით, სიმტკიცე ახლა უფრო მეტად გვჭირდება.

მოდით, მოვახდინოთ საკუთარი თავის რეორგანიზაცია, გადავაჯგუფოთ ჩვენი რიგები და გავაგრძელოთ ბრძოლა უნგრელი ხალხისთვის! ჩვენი ფასეულობები - ოჯახი, სამშობლო და სუვერენიტეტი - უცვლელია. ჩვენ ამ ქვეყნის ერთგულ გუშაგებად დავრჩებით. არ დანებდეთ, არ დაიხიოთ უკან. ჩვენ დავბრუნდებით უფრო ძლიერები, ვიდრე ოდესმე. წინ, უნგრეთო!" - ამბობს ვიქტორ ორბანი, რომლის პარტია 12 აპრილს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით დამარცხდა, ახალგაზრდა ლიდერის, პეტერ მადიარის პარტიასთან.