საზოგადოება / 11-03-2026

"ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი"

"მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ დავარტყით და მთლიანად გავანადგურეთ 10 არააქტიური დამნაღმველი ნავი და/ან გემი, წინ კიდევ ბევრი გველოდება“ - დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ნაღმების განთავსება დაიწყო ჰორმუზის სრუტეში, რომელიც მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული კვანძია. ჰორმუზის სრუტიდან გადის მსოფლიოში მოხმარებული ნედლი ნავთობის დაახლოებით ერთი მეხუთედი.