ბიზნესი / 11-03-2026

„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Award-ის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიპოვა

Kaizen Award- გამარჯვებული წელსაც „ტოიოტა ცენტრი თეგეტა. კომპანიამ აღნიშნული აღიარება კაიზენის პრინციპების სისტემური დანერგვისა და პროცესების უწყვეტი გაუმჯობესებისთვის მოიპოვა, რაც Toyota-ს გლობალური სტანდარტების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. Kaizen Award იაპონური ბრენდის ოფიციალურ სადილეროებს ყოველწლიურად გადაეცემა. შეფასება ხდება სხვადასხვა საოპერაციო და მომსახურების ინდიკატორის მიხედვით (KPI), რომლებიც ბიზნესის თითქმის ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს მომხმარებლის კმაყოფილების მაჩვენებელს, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, პროცესების ეფექტიანობას, სერვისის სისწრაფესა და თანამშრომლების ჩართულობას.

კავკასიის რეგიონში ჯილდოსთვის კონკურენცია სამ ქვეყანას - საქართველო, სომხეთსა და აზერბაიჯანს - შორის მიმდინარეობს. 2025 წლის შედეგების მიხედვით, 2024 წლის მსგავსად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ კვლავაც შეძლო უმაღლესი შეფასების მიღება და რეგიონში საუკეთესო შედეგის დაფიქსირება.

მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი: „ტოიოტა ცენტრი თეგეტასთვის“ Kaizen Award-ის უკვე მეორედ მიღება განსაკუთრებული აღიარებაა. ეს ნიშნავს, რომ კომპანია წარმატებით ნერგავს კაიზენის ფილოსოფიას. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გუნდი მუშაობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მუდმივად ცდილობს ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას, მომსახურების პროცესების ოპტიმიზაციასა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებას. სწორედ ამ მიდგომი კავკასიის რეგიონში უმაღლესი შეფასება მივიღეთ, რითაც დავადასტურეთ, რომ ჩვენი საქმიანობა Toyota-ს გლობალურ სტანდარტებს შეესაბამება.

ასეთი მაღალი სტანდარტის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა. კაიზენის ფილოსოფიაც ხომ იმას გულისხმობს, რომ განვითარება არასდროს შევწყვიტოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს მიდგომა კიდევ უფრო გავაღრმაოთ, გავზარდოთ გუნდის ჩართულობა, დავნერგოთ ახალი ინიციატივები და მუდმივად გავაუმჯობესოთ როგორც შიდა პროცესები, ისე მომხმარებლის გამოცდილება. ჩვენი მიზანია, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ მიმართულებით რეგიონში ყოველთვის გამორჩეული მაგალითი იყოს“.

კაიზენი (Kaizen) იაპონური მენეჯმენტის კონცეფციაა, რომელიც უწყვეტ გაუმჯობესებას ნიშნავს. ტერმინი ორი იაპონური სიტყვისგან შედგება: „კაი“ ნიშნავს ცვლილებას, ხოლო „ზენ“ უკეთესობისკენ. ის შეგვიძლია პირდაპირ ვთარგმნოთ, როგორც „ცვლილება უკეთესობისკენ“, რასაც საფუძვლად უწყვეტ გაუმჯობესება უდევს. ეს მიდგომა განსაკუთრებით განვითარდა Toyota-ს საწარმოო სისტემაში და დღესაც კომპანიის კორპორაციული კულტურის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპად რჩება. მიდგომა ეფუძნება იდეას, რომ მცირე, ყოველდღიური ცვლილებები პროცესების ეფექტიანობასა და ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის და კომპანია წარმატებამდე მიჰყავს.

კაიზენის პრინციპები პრაქტიკაში გულისხმობს პროცესების მუდმივ შეფასებასა და დახვეწას, რესურსების უფრო ეფექტიან გამოყენებას, თანამშრომლების აქტიურ ჩართულობასა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მომსახურებას. სწორედ ამ მიდგომის წყალობით კომპანიებს შეუძლიათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების დაჩქარება და მომხმარებლის გამოცდილების მუდმივი განვითარება.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ამ ფილოსოფიას ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიურად იყენებს. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში, კომპანია იაპონური ბრენდის ავტომობილის შეძენასა და მოვლასთან დაკავშირებულ სერვისებს მომხმარებელს ერთ სივრცეში, „ერთი ფანჯრის“ პრინციპით სთავაზობს. პარალელურად, „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ აგრძელებს საოპერაციო პროცესების დახვეწას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც მომსახურების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ტოიოტა ცენტრი თეგეტა" საქართველოს ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულიად ტოიოტას ავტომობილებზეა ფოკუსირებული. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ტოიოტას უახლესი მოდელების ავტომობილებს, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებსა და მომსახურებას. სერვისი აღჭურვილია თანამედროვე ავტორიზებული პროგრამებითა და კვალიფიციური პერსონალით.