მსოფლიო / 11-03-2026

"პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში"

"ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ სრული მიზნების მისაღწევად პრეზიდენტის საწყისი ვადა დაახლოებით ოთხი-ექვსი კვირა იყო. ჩვენ ვიცით, რომ აშშ-ის სამხედრო ძალები და ჩვენი მამაცი მეომრები ამ ამოცანებს სწრაფად და ეფექტურად, დაგეგმილზე გაცილებით ადრე ასრულებენ.

საბოლოო ჯამში, ოპერაციები დასრულდება მაშინ, როდესაც მთავარსარდალი დაადგენს, რომ სამხედრო მიზნები მიღწეული და სრულად რეალიზებულია, რომ ირანი სრული და უპირობო დანებების პოზიციაშია. მიუხედავად იმისა, იტყვიან თუ არა ამას. ტრამპი არ ამბობს, რომ ირანის რეჟიმი ამას თავად იტყვის.

პრეზიდენტი იმას გულისხმობს, რომ ირანიდან მომდინარე საფრთხეს ზურგს აღარ გაუმაგრებს ბალისტიკური რაკეტების არსენალი. შემიძლია, მუქარა გავაჟღერო, მაგრამ ქმედებებით თუ არ გავამყარებ, ეს ცარიელი მუქარა იქნება. ასე რომ, პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტს, როდის იქნება ირანი უპირობო დანებების პოზიციაში, როდის აღარ იქნება პირდაპირი საფრთხე აშშ-ისა და ჩვენი მოკავშირეებისთვის" - თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი.