"არის კი მოსკოვი მზად დაამტკიცოს, რომ ადამიანის სიცოცხლეს მათთვის რაიმე ფასი მაინც აქვს?"
"უკრაინის მიერ დაწესებული ზავი ჩვენი მხრიდან მშვიდობის რეალურ სურვილზე მეტყველებს. ეს არ ხდება რაიმე თარიღებთან მიბმით იდეოლოგიური დოგმების თავსმოსახვევად, არამედ ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად და უსაფრთხოების აღსადგენად. თუ პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა ორმხრივი იქნება, ჩვენ მას გავაგრძელებთ. ეს მოგვცემს თუნდაც მცირე, მაგრამ მაინც იმედს მყარი მშვიდობის დამყარებისთვის. უკრაინის პრეზიდენტმა ამ ნაბიჯით მთელ მსოფლიოს დაუმტკიცა მშვიდობისადმი თავისი ერთგულება.
შემდეგი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციაზეა. არის კი მოსკოვი მზად დაამტკიცოს, რომ ადამიანის სიცოცხლეს მათთვის რაიმე ფასი მაინც აქვს? ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მტრის ყოველ ნაბიჯს და მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის“ - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, კირილო ბუდანოვი.