პოლიტიკა / 06-05-2026

"აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის დაფასებული და საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია"

"აზერბაიჯანი ევროკავშირისთვის დაფასებული და საიმედო ენერგეტიკული პარტნიორია, ამიტომ სასიხარულო იყო დღეს ბაქოში ყოფნა პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და საგარეო საქმეთა მინისტრ, ჯეიჰუნ ბაირამოვთან მოლაპარაკებების გასამართად.

ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის დაკავშირებადობის გაძლიერება ჩვენს საერთო სტრატეგიულ ინტერესებში შედის და ჩვენ ღია ვართ აზერბაიჯანთან უფრო სტრუქტურირებული პარტნიორობის განსახილველად.

არსებობს აშკარა შესაძლებლობა, გავაღრმავოთ ჩვენი თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ციფრულ სფეროებში.

ჩვენ ასევე გავცვალეთ მოსაზრებები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომსა და ახლო აღმოსავლეთში ირანის ბოლო თავდასხმების შესახებ.“ - კაია კალასი X-ზე.