300 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი უკრაინისთვის, ესპანეთიდან
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამჯერად ესპანეთის პრემიერს, პედრო სანჩესს შეხვდა.
„ერთი თვის განმავლობაში ესპანეთი უკრაინისთვის 615 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ეს პაკეტი, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს 300 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს" - განაცხადა პედრო სანჩესმა შეხვედრის შემდეგ.