სოც. მედია / 27-09-2025 / 51 Views

19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი სტრასბურგში

 ცნობილი ხდება, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსული კანონის საქმეზე წარმოებაში მიიღო 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი.
 

„2025 წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ “მედიაომბუდსმენს“ წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე.
 

საქმე „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის“ (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები“, — წერს „მედიაომბუდსმენი“.