პოლიტიკა / 28-09-2025 / 126 Views

„დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება“ - მაკკლირი

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი გაერთიანებულ სამეფოს ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის დასანქცირებისაკენ მოუწოდებს.

„მზია ამაღლობელის ძლიერი წერილი ციხიდან მაღვიძარა უნდა იყოს ყველა ჩვენგანისთვის.

საქართველო ავტორიტარული რეჟიმის ხელშია, რომელსაც მხარს უჭერს ოლიგარქი, რომელმაც თავისი ფული რუსეთში გააკეთა.

გაერთიანებულმა სამეფომ მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერაში.

ამავდროულად, რუსეთი აგრძელებს ქვეყნის ნაწილების ოკუპაციას და საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელ უკანა კარად იყენებს.

რუსეთის გავლენა ქვეყნებში, რომლებსაც ისინი თავისი “გავლენის სფეროს” ნაწილად მიიჩნევენ, გაშმაგებულია. საქართველო წინა ხაზზეა.

პარლამენტის იმ წევრებს შორის ვარ, რომლებიც სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდიან ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისა და მის თანამზრახველებზე, რომლებიც ლონდონს ბაზად იყენებენ ქართული დემოკრატიისა და თავისუფლების დასამხობად.

ბევრი ოპოზიციური ხმა იქნა დაპატიმრებული ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილი “ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ბოლო თვეებში მოგონილი ბრალდებებით.

ეს ავტორიტარიზმის სახელმძღვანელოა. გაერთიანებული სამეფო და ევროპა უკვე არიან რუსეთთან კონფლიქტში და ქართული დემოკრატიის მხარდაჭერა ბრძოლის ნაწილია.

დაასანქცირეთ ივანიშვილი და მისი ახლო მოკავშირეები, მოითხოვეთ პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების გათავისუფლება, და დაეხმარეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების თავისი ოცნების აღსრულებაში.

დროა გაერთიანებული სამეფო გააქტიურდეს“, - წერს მაკკლირი სოციალურ ქსელში.