პოლიტიკა / 27-09-2025 / 55 Views

სოხუმის ოკუპაციიდან 32 წელი გავიდა

1993 წლის 27 სექტემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, სეპარატისტებმა და დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ სოხუმის ოკუპაცია მოახდინეს.

13-თვიანი ომის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის ძალები იძულებულნი გახდნენ, ჩვენი ქვეყნის განუყოფელი ქალაქი დაეტოვებინათ. 

ხოლო, 1993 წლის 30 სექტემბერს, რუსეთის სამხედრო დანაყოფების, სეპარატისტებისა და დაქირავებული რაზმების მეშვეობით, აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია განხორციელდა - კრემლის მიერ.

აფხაზეთის ომში, 5 738 მშვიდობიანი ქართველი დაიღუპა. ხოლო, კრემლის პოლიტიკის გამო,  300 000-მდე ქართველი, იძულებული გახდა, ეთნიკური ნიშნით, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, საკუთარ სამშობლოში.