"ვცდილობ, გავიტანო უკრაინული ბალისტიკისა და უკრაინული ანტიბალისტიკის იდეა"
„ვცდილობ, მივაღწიო იმას, რაც ძალიან რთულია, რადგან არავის სურს ძლიერი კონკურენტების ყოლა. მუდმივად ვცდილობ, გავიტანო უკრაინული ბალისტიკისა და უკრაინული ანტიბალისტიკის იდეა. უკრაინული ბალისტიკა არ სურს არა მხოლოდ რუსეთს - რუსეთს გასაგები მიზეზების გამო - არამედ სხვებსაც, ასევე გასაგები მიზეზების გამო: მიზეზი ბიზნესსა და კონკურენციაშია.
თუმცა, მიმაჩნია, რომ ამ იდეას ბოლომდე გავიტან. ზუსტად ასევე გაგვაქვს ანტიბალისტიკის - ევროპული ანტიბალისტიკური სისტემის იდეა. დღეს შვედეთთან შევთანხმდით, რომ ამას ნამდვილად გავაკეთებთ. ეს არის პირველი იმ დიდ პარტნიორებს შორის, რომლებიც ანტიბალისტიკისთვის გვჭირდება. კიდევ რამდენიმე პარტნიორია საჭირო. ვფიქრობ, ზაფხულის განმავლობაში, სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებზე, ამ იდეას ბოლომდე გავიტანთ, ბოლო მომენტამდე მივიყვანთ და დავიწყებთ მუშაობას ამ ბალისტიკური გამოწვევის დასაძლევად" - უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ჟურნალისტებს.