„ვიქტორ ორბანს სურს, რომ სახელმწიფო ხაზინა ბოლო კვირას ბოლომდე გაძარცვოს"
„ვიქტორ ორბანს სურს, რომ სახელმწიფო ხაზინა ბოლო კვირას ბოლომდე გაძარცვოს. ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ორბანის მიმავალი მთავრობა სალაროს სრულად დაცარიელებას გეგმავს. მიზანი აღარ არის მხოლოდ უკვე გაფორმებული, მაგრამ ჯერ გადაუხდელი თანხების დახარჯვა, არამედ ახალი ვალდებულებების მაქსიმალურად დიდი მოცულობით აღება. ვალდებულებების აღებასა და აქტივების შესყიდვაზე კონტროლი სრულად გაუქმდა, რამაც ფულის გაფლანგვისთვის გზა გახსნა.
ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ თავად ორბანის მთავრობის უახლესი გათვლებით, ამ ახალი ხარჯვის გარეშეც, წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 6,8%-მდე გაიზრდებოდა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება ოფიციალურ 3,9%-იან სამიზნეს და მთავრობის მიერ მოგვიანებით 5%-მდე გაზრდილ პროგნოზსაც კი. ისინი ცრუობდნენ და ცრუობენ დილით, შუადღით და საღამოს...
Tisza-ს ახალი მთავრობა დაუყოვნებლივ აღადგენს ბიუჯეტის პასუხისმგებლიან ფინანსურ მართვას, შეაჩერებს გადასახადის გადამხდელთა ფულის ფლანგვას და წერტილს დაუსვამს ქურდობასა და მფლანგველობას. ყველა სამინისტროში, საბიუჯეტო დაწესებულებასა და სახელმწიფო საწარმოში დაუყოვნებლივ გადავხედავთ ხარჯებსა და ხელშეკრულებებს, განსაკუთრებით ინვესტიციებისა და შესყიდვების სფეროში.
...მოვუწოდებ სამინისტროების ხელმძღვანელებს, რომ Tisza-ს მთავრობის ჩამოყალიბებამდე არ აიღონ არანაირი ახალი ვალდებულება და განახორციელონ მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გადახდები! წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ არა მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევთ!" - უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის, Tisza ლიდერი და ქვეყნის მომავალი პრემიერ მინისტრი პეტერ მადიარი.