"ვალდებულები ვართ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მივაწოდოთ, ჯამური ღირებულებით 35 მილიარდი დოლარი"
„აგრესია ძლიერდება და ის სასტიკია. რუსეთის სარაკეტო და დრონებით თავდასხმები უკრაინის ქალაქებზე გრძელდება. რუსეთი უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს და არა მხოლოდ ფრონტის ხაზს...
დღეს ჩვენ ერთობლივად ვალდებულები ვართ უკრაინას ახალი სამხედრო დახმარება მივაწოდოთ, ჯამური ღირებულებით 35 მილიარდი დოლარი... ჩვენ გვსურს, რომ 2026 წელი ამ ომის დასრულების, მშვიდობის უზრუნველყოფის წლად ვაქციოთ“ - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ.