"უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება"
"უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიში მიმდინარე კვირის ბოლოს გამოქვეყნდება. წლის ბოლომდე კი ახალი წესები ძალაში შევა. ახალი წესები მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რათა შესაბამისი ზომები მივიღოთ. საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ჩვენ გავაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, დამოუკიდებელი მედიისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქალაქეების მხარდაჭერას.
ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენი კარი კვლავ ღია რჩება, თუ ხელისუფლება დემოკრატიული უკუსვლის კურსს შეცვლის და გაწევრიანების გზაზე დაბრუნების მიმართ ერთგულებას გამოხატავს" - ევროკომისარი მაიკლ მაკგრატი.