სოც. მედია / 18-12-2025

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია"

"საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი რეალურად გაჩერებულია და ასე იქნება, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ გამოაჩენს მტკიცე მზაობას, შეაბრუნოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას…

ერთი წლის წინ, ათასობით ქართველი ქუჩაში გამოვიდა საკუთარი დემოკრატიული უფლებების, სამოქალაქო თავისუფლების და პირველ ყოვლისა, ძლიერი ევროპული მისწრაფებების დასაცავად. მათი გზავნილი და მათი სურვილი, იყვნენ ევროპის ნაწილი, თანმიმდევრული და გაბედული იყო, პოლიტიკური ზეწოლის, შეზღუდვების, დაშინებისა და საზოგადოებრივი სივრცის შევიწროების მცდელობების მიუხედავად, ბევრმა მათგანმა გამორჩეული გამძლეობა გამოიჩინა...

ჩვენი შეშფოთება ეხება კანონის უზენაესობის გაუარესებას, პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს, დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას და 2025 წლის მუნიციპალური არჩევნების ჩატარებას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელისუფლების მიერ მიზანმიმართული დეზინფორმაციითა და ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული ნარატივების გავრცელებით" - დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრ, მარი ბიერე.