უნგრეთის პარლამენტმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს.
უნგრეთის პარლამენტმა 139 ხმით 6-ის წინააღმდეგ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც პრეზიდენტ ტამაშ შუიოკის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას ითვალისწინებს. ინიციატივა პრემიერ მინისტრ პეტერ მადიარის მთავრობამ წარადგინა.
კენჭისყრას ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მისი მოკავშირე ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია ბოიკოტით შეხვდნენ.
თუ პრეზიდენტი ცვლილებას ხუთი დღის ვადაში ხელს მოაწერს, მისი უფლებამოსილება საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლისთანავე შეწყდება, რის შემდეგაც პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას გეგმავს.
საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ასევე ითვალისწინებს პარლამენტის წევრებისთვის 12-წლიან ვადობრივ შეზღუდვას და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისთვის 70-წლიან ასაკობრივ ზღვარს.