"უკრაინულმა დრონებმა 2026 წლის დასაწყისიდან 800 000-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა. ვაგრძელებთ მტრის გამოფიტვას ცაში, მიწაზე და ეკონომიკაში"
უკრაინულმა დრონებმა 2026 წლის დასაწყისიდან 800 000-ზე მეტ რუსულ სამიზნეს დაარტყა. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი ავრცელებს
"წლის დასაწყისიდან უპილოტო სისტემების ქვედანაყოფებმა მტრის 800 000-ზე მეტ ვერიფიცირებულ სამიზნეს დაარტყეს. მათ შორისაა ცოცხალი ძალა, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, უპილოტო საფრენი აპარატები, სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსები, ტრანსპორტი, შტაბები, საწყობები და ელექტრონული ბრძოლის საშუალებები.
მხოლოდ ამ პერიოდში ლიკვიდირებულია ან მძიმედ არის დაჭრილი დაახლოებით 167 000 რუსი სამხედრო.
მაისი უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის ყველაზე შედეგიანი თვე გახდა.
თვის განმავლობაში მათ 181 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს და მოკლეს ან დაჭრეს 31 530 ოკუპანტი.
პრეზიდენტის დავალებით, ვაგრძელებთ მტრის გამოფიტვას ერთდროულად სამ დომენში: ცაში, მიწაზე და ეკონომიკაში.
მადლობას ვუხდი თითოეულ სამხედროს შედეგისთვის. სწორედ თქვენ აყალიბებთ ომის წარმოების ახალ დოქტრინას რეალურ დროში“ - წერს მიხაილო ფედოროვი და კადრებს აქვეყნებს.