ტექნოლოგიები / 23-06-2026

"ალო, კრემლი, თქვენი ხმა არ ისმის - ტელეპორტი ცოტათი აიწეწა და აირია დღეს..."

"მოსკოვი-ვორონეჟი - ვერ დაეწევი, შანსი არაა“ - ჭიების (ოკუპანტების) ეს ძველი ანდაზა, რომელიც 150 წელზე მეტისაა, დღეს „მაღალი სიზუსტის“ მნიშვნელობით შეივსო.

მოსკოვის მახლობლად კოსმოსური კავშირგაბმულობის ცენტრ „დუბნას“ კარგად „მოუკიდეს“ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების 1-ლი საოპერაციო ცენტრის „ჩიტებმა“, თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში.

ხოლო ვორონეჟში, „ისკანდერების“, „პანცირებისა“ და Х-101 ფრთოსანი რაკეტების ელექტრონიკის თავდაცვის ქარხანას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალებმა მიხედეს.

ალო, კრემლი, თქვენი ხმა არ ისმის - ტელეპორტი ცოტათი აიწეწა და აირია დღეს. „მიიღეთ ზომები შედეგების ლიკვიდაციისთვის“ თავისუფლებისმოყვარე უკრაინული „ჩიტის“ „ნამსხვრევების“ სტუმრობის შემდეგ, ჭიებო.

გაგრძელება იქნება, კიდევ მოგხვდებათ კისერში...“ - წერს უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური, რობერდ „მადიარ“ ბროვდი სოციალურ ქსელში.