მსოფლიო / 18-05-2026

"უკრაინისთვის ყოველი დღე შედეგის მომტანი უნდა იყოს. ჩვენი ძალა და ჩვენი შორსმსროლელი შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს"

"კვირის განმავლობაში ევროპელებთან - სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის ლიდერების დონეზეც - მნიშვნელოვანი რაოდენობის კონტაქტი გვექნება. ვემზადებით ამერიკელებთან კომუნიკაციისთვის - მათთან, ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვმუშაობთ და საჭიროა მნიშვნელოვანი პოლიტიკური სახელმწიფოთაშორისი შედეგები.

ასეთი შედეგები შესაძლოა დადგეს და ამჟამად მათ გუნდურ დონეზე ვამზადებთ... უკრაინისთვის ყოველი დღე შედეგის მომტანი უნდა იყოს. ჩვენი ძალა და ჩვენი შორსმსროლელი შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს. მადლობა ყველას, ვინც უკრაინის გვერდითაა“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.