პოლიტიკა / 04-03-2026 / 372 Views

"უკრაინის გამოცდილება „შაჰედის“ ტიპის დრონებთან ბრძოლაში ამჟამად ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში"

„დღეს მე ვესაუბრე იმ ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ამჟამად ირანის თავდასხმის ქვეშ არიან - არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტსა და კატარის ამირას. ჩვენ გავაგრძელებთ ამ დიპლომატიურ ჩართულობას ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონთან. უკრაინა სოლიდარობას უცხადებს ყველას, ვინც ეწინააღმდეგება ომისა და ძალადობის გავრცელებას.

ათწლეულების განმავლობაში ირანის რეჟიმი ახორციელებდა ინვესტიციებს თავისი მეზობლებისა და სხვების სიცოცხლის განადგურებაში ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდებოდა. სწორედ ამ საფუძველზე გახდნენ ისინი რუსეთის თანამონაწილეები უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინის ცაზე ყოველი „შაჰიდის“ დრონი ადასტურებს, რომ ირანის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს სიცოცხლის განადგურებისა და ადამიანების მკვლელობის მცდელობებისთვის. აუცილებელია, რომ ამ დაპირისპირებაში გაიმარჯვონ მათ, ვინც სიცოცხლეს იცავს.

ჩვენი გუნდების დონეზე - უკრაინული გუნდის, საამიროებისა და კატარის, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოების გუნდების მონაწილეობით - ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად უზრუნველვყოთ სიცოცხლის უფრო ძლიერი დაცვა.

უკრაინის გამოცდილება „შაჰედის“ ტიპის დრონებთან ბრძოლაში ამჟამად ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში, ეს დრონები კი ამ რეგიონშიც მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. გასაგებია, რატომაც არის ამდენი თხოვნა მიმართული უკრაინისკენ. თუმცა, ნებისმიერი ასეთი თანამშრომლობა, რომელიც ჩვენი პარტნიორების დაცვას ისახავს მიზნად, შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ისე, რომ არ შემცირდეს ჩვენი საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები აქ, უკრაინაში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, გრძელდება რუსული დარტყმებიც და უკრაინელთა სიცოცხლის დაცვა ჩვენს უპირველეს პრიორიტეტად რჩება" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.