"უკრაინა კონსტრუქციულად მუშაობს. საბოლოო მიზანი უცვლელია, სამართლიანი და მყარი მშვიდობა"
"დღეს გაიმართა აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის ფორმატში სამმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. მუშაობა იყო ინტენსიური და არსებითი. მადლობას ვუხდით ამერიკელ პარტნიორებს იმისათვის, რომ პროცესი არ გაჩერებულა და გრძელდება.
მადლობას ვუხდით შვეიცარიულ მხარეს მასპინძლობისთვის. დელეგაციის ფარგლებში მუშაობდნენ პოლიტიკური და სამხედრო ბლოკები. განვიხილეთ უსაფრთხოების პარამეტრები და შესაძლო გადაწყვეტილებების განხორციელების მექანიზმები.
ზოგიერთი საკითხი დაზუსტდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი დამატებითი შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ პროცესის დასასრულებლად აუცილებელი ძირითადი დებულებების შემუშავებაზე. ეს არის რთული სამუშაო, რომელიც ყველა მხარის შეთანხმებასა და დროს მოითხოვს.
პროგრესი არის, მაგრამ ჯერჯერობით დეტალების გარეშე. შემდეგი ეტაპია მივაღწიოთ შეთანხმების იმ დონეს, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შემუშავებული გადაწყვეტილებები პრეზიდენტების განსახილველად წარვადგინოთ. ჩვენი ამოცანაა, ამისთვის მოვამზადოთ რეალური და არა ფორმალური საფუძველი. უკრაინა კონსტრუქციულად მუშაობს. საბოლოო მიზანი უცვლელია, სამართლიანი და მყარი მშვიდობა" - წერს უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში.