თურქეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს საზღვართან ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შედეგად დაღუპულთა სიას აქვეყნებს
"ჩვენი გმირი თანამებრძოლები 2025 წლის 11 ნოემბერს დაიღუპნენ, როდესაც ჩვენი C-130 სამხედრო სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანიდან ჩვენს ქვეყანაში მიფრინავდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა“ - წერს თურქეთის თავდაცვის მინისტრი იასარ გიულერი X-ზე და ფოტოებს აქვეყნებს.
თვითმფრინავი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გუშინ ჩამოვარდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შემთხვევას 20 თურქი სამხედრო ემსხვერპლა.