მსოფლიო / 12-11-2025 / 56 Views

"ჩვენი დანაყოფები უმეტეს მიმართულებაზე იგერიებენ შეტევებს" - უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ მოქმედებას აქტიური თავდაცვის პრინციპით. მტრის რაოდენობრივი უპირატესობის პირობებში, ჩვენი დანაყოფები უმეტეს მიმართულებაზე იგერიებენ შეტევებს და ახორციელებენ საძიებო-საბრძოლო მოქმედებებს, განსაკუთრებით, კუპიანსკისა და სევერსკის რაიონებში.

ამჟამად მოწინააღმდეგე ყველაზე აქტიურია პოკროვსკის მიმართულებით. დღეს დაახლოებით 40 პროცენტი ბრძოლებისა სწორედ ამ მონაკვეთზე მოდიოდა. მტერი იქ სტაბილურად განიცდის მნიშვნელოვან დანაკარგებს.... მნიშვნელოვნად გაუარესდა მდგომარეობა ალექსანდროვსკისა და გულიაიპოლის მიმართულებებზე, სადაც მტერმა, ცოცხალი ძალისა და ტექნიკის რაოდენობრივი უპირატესობით, სასტიკი ბრძოლების შედეგად წინ წაიწია და სამი დასახლებული პუნქტი დაიკავა.

სამხრეთის სამხედრო დაჯგუფების მებრძოლები სასტიკ ბრძოლას აწარმოებენ როვნოპოლიესა და იაბლოკოვოსთვის. ხორციელდება შესაბამისი მხარდაჭერის ზომები, რათა აგრესორს კომბინირებული ცეცხლით მიაყენონ მნიშვნელოვანი დანაკარგები.“ - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ალექსანდრ სირსკი.